Tuesday, March 30, 2010

გარემოს ხარისხი და ჯანმრთელობა

  1. პროექტის სახელი: გარემოს ხარისხი და ჯანმრთელობა
  2. პროექტის მოკლე აღწერა: 2009 წლის 10 ოქტომბერს მასწავლებელმა (ი. ტოკლიკიშვილმა) მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელეთ ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითად საკითხებზე, საიდანაც გამოიკვეთა რამოდენიმე აზრი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია: 1) პირადი ჰიგიენის დაცვა: 2)სწორი კვება: 3) ვარჯიში და ჯანმრთელობა: 4) ბუნებრივი გარემოს დაცვა: ინდივიდუალური კითხვების შედაგად გამოიკვეთა რომ მათ სწორი შეხედულება ჰქონდათ პირველ. მეორე და მესამე საკითხებზე, მცირე აზრი ქონდათ ბუნებრივი გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობასთან ურთიერთკავშორის შესახებ, სწორედ ეს გახდა პროექტის თემის მიზანი.
  3. პროექტის სრული აღწერა: პრობლემიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავტვლე ბავშვებისთვის დამეთვალიერებინა ბუნებრივი გარემო, დავგეგმე შემდეგი ღონისძიებები. ბოტანიკური ბაღის დათვალიერება; გასეირნება მდინარის ნაპირას; რომელიმე ნაკრძალის მონახულება; ბუნების იმ ადგილების დათვალიერება სადაც არაა დაცული ჰიგიენა; ფაბრიკა–ქარხნების მიმდებარე ტერიტორიების და ქუჩის იმ ადგილების დატვალიერება სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. თითოეული დაგეგმილი ღონისძიებას ახლავს პოტო–მასალა და გამართული დისკუსიის პასუხები.
  4. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 6–7 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინდივიდუალური გამოკითხვა; შთაბეჭდილებების გაზიარება; წერილობით აღწერა; კამათი–დისკუსია.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი; პოტო და ვიდეო მასალა; სლაიდ შოუ.
  8. სარგებელი სხვებისათვის:
  9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირება ქართულ ლიტერატურაში;
  12. პროექტის ფასილიტატორი: ია ტოკლიკიშვილი:
  13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: toklikishvili. ia7
  14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: iatoklikishvili.blogspot.com